4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გოჩა კაკოიშვილი-ისეთ მდგომარეობაში ვიყავი ნაცემი და ნაწამები, რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლა ვერ შევძელი, მეგობრებმა სკამზე დამჯდარი ამიყვანეს სახლში

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ზილების რევოლუციის“ საქმესთან დაკავშირებით გოჩა კაკოიშვილი საუბრობს და თავისი წამების დეტალებს იხსენებს.

ის ასევე, საუბრობს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ პერიოდზე. მისი თქმით, ისე იყო ნაცემი და ნაწამები, რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლაც ვერ შეძლო.

„პატიმრობა მომისაჯეს, წამიყვანეს და ჩამაგდეს თეთრიწყაროში „კაპეზეზე“, სადაც აღარ დავწვრილმანდები იქ რა მდგომარეობაც იყო. გათავისუფლებიდან ისეთ დონეზე ვიყავი, რომ საკუთარი ფეხით სახლში ასვლა ვერ შევძელი და მანქანიდან რომ გადმომიყვანეს, მეგობრებმა სკამზე დამსვეს და სკამზე დამჯდარი ამიყვანეს სახლში, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი ნაცემი და ნაწამები. ორი კვირის მანძილზე მეუღლე მეხმარებოდა დამჯდარს აბაზანაში რომ დამებანა“-განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.