4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გოგი გვახარია: ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, კომისიის წევრები რომ ყოფილიყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტშიც გაგრძელდებოდა – პოლიტიკური თვითმკვლელობა შეიძლება ლამაზი იყოს, მაგრამ მაინც თვითმკვლელობაა

ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, ეს კომისია რომ შექმნილიყო… როგორც ვიცი კომისიის წევრებს შორის ოპოზიცია უნდა ჭარბობდეს… ანუ კომისიის წევრები რომ ყოფილიყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე… ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტშიც გაგრძელდებოდა, – წერს კინომცოდნე გოგი გვახარია, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსები, რომლებმაც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მისვლას პატიმრობა არჩიეს, ადამიანურად სიმპათიას იმსახურებენ, თუმცა, ცხოვრება რომანი და კინო არ არის. შესაბამისად, გვახარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური თვითმკვლელობა შეიძლება ლამაზი იყოს, მაგრამ მაინც თვითმკვლელობაა.

“ვიცი როგორი რეაქცია გექნებათ, მაგრამ მაინც დავწერ იმას რასაც ვფიქრობ. მხოლოდ ფრენდებისთვის

აი ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, ეს კომისია რომ შექმნილიყო… როგორც ვიცი კომისიის წევრებს შორის ოპოზიცია უნდა ჭარბობდეს… ანუ კომისიის წევრები რომ ყოფილიყვნენ ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე… ახლა ეს ხალხი ციხეში არ იქნებოდა და პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტშიც გაგრძელდებოდა.

ჰო ასეა?

პრინციპულობა იშვიათია ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მართლა დასაფასებელია რომ ოპოზიციამ სიტყვა არ გატეხა. როგორც რომანი, როგორც კინო – უბრალოდ შესანიშნავია და ადამიანურად სიმპატიის მეტს არაფერს იმსახურებს ეს ხალხი. მაგრამ ცხოვრება, სამწუხაროდ, რომანი და კინო არ არის. ნუ, ყოველთვის არ არის. პოლიტიკური თვითმკვლელობა შეიძლება ლამაზი იყოს, მაგრამ მაინც თვითმკვლელობაა,” – წერს გოგი გვახარია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.