4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გიორგი ჩაკვეტაძე „ლელოზე“- მათ მოახერხეს საბჭოთა დიქტატის „რესტაილინგი“ და ახალი ტიპის გაციმბირება შემოგვთავაზეს

„მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორეულის, პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბოლშევიკურ განცხადებებს აკეთებს, ჩვენ რეფორმებზე ვმუშაობთ“,-ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ჩაკვეტაძემ აღნიშნა „ფაქტია, რომ „ლელოს“ დაკარგული აქვს რეალობის აღქმა“.

მისივე თქმით, როგორც ჩანს მათ აზროვნებაზე კომუნისტურმა წყობამ წარუშლელი კვალი დატოვა.

„ჯერ უკვე მიღებულ სტაჟირების კანონს თავიდან დაგვპირდნენ, შემდეგ ცეცხლოვანი მუსტანგით მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვება სცადეს და ბოლოს გადასახლებითაც დაგვემუქრნენ. ე.წ. გაციმბირება შემოგვთავაზეს, როგორც გამოსკოვება და როგორც აღმოჩნდა ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის კომკავშირის „ტრადიციების“ მიმდევარი. ამ პარტიებისგან გასაკვირი არაფერია და წინა საარჩევნოდ უფრო კომიკურ სიუჟეტებსაც ველოდებით, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მათ აზროვნებაზე კომუნისტურმა წყობამ წარუშლელი კვალი დატოვა. მათ მოახერხეს საბჭოთა დიქტატის „რესტაილინგი“ და ახალი ტიპის გაციმბირება შემოგვთავაზეს“-აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.