“იმდენად მდაბიო საქციელია ურთულესი გამოწვევების წინაშე მყოფი საკუთარი სამშობლოს დესტაბილიზაციის მცდელობები, რომ ხელისუფლებისათვის რუსეთთან, ანუ ოკუპანტთან კოლაბორაციონიზმის უტიფრად დაბრალება ერთადერთია, რითიც რევოლუციურ კომიტეტში გაერთიანებულმა პოლიტიკოსმა ან აქტივისტმა შეიძლება თავი იმართლოს ამომრჩეველთან, ოჯახის წევრებთან, თუნდაც სარკეში ყურებისას.” – წერს გიორგი ვოლსკი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
“რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნის ან სანქციების დაწესების ან სანქციებიდან თავის არიდების ხელშეწყობის ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა, მაგრამ მაინც უტიფრად აწვებიან თავისას – ამით ამართლებენ უსამშობლობლობას.” – წერს ვოლსკი.









