4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გიორგი ვაშაძე: “ამას არ ვაღიარებთ! ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” შედეგის დაწერას შეეცდებოდა და სწორედ ეს მოხდა”

ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” შედეგის დაწერას შეეცდებოდა და სწორედ ეს მოხდა. მათ შედეგი დაწერეს, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, “ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას” მკაფიო გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები.

“ჩვენი გამარჯვება მინიმუმ 10-15%-ია. ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” შედეგის დაწერას შეეცდებოდა და სწორედ ეს მოხდა. მათ შედეგი დაწერეს. პირდაპირ და ღიად ვაცხადებთ – ამ დაწერილ შედეგს არ ვიღებთ! ამას არ ვაღიარებთ! იმიტომ, რომ გაიმარჯვა ხალხმა და არა ვიწრო კლანმა. ჩვენ დაველოდებით ჩვენი პარტნიორი სამომავლო კოალიციური პარტიების განცხადებებს, ვაპირებთ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ხალხის გამარჯვება იყოს დაფიქსირებული. ის რაც ცესკომ გამოაცხადა, არა მხოლოდ აცდენილია, არამედ ამოტრიალებული ის ვითარება, რომელიც ქვეყანაში რეალურად არის. სადღაც 80% დაიწერეს, ზოგან 70%. ეს ჩვენთვის მიუღებელია. გვაქვს ჩვენეულო ხედვა თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი და ვაგრძელებთ ბრძოლას!”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.