4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გიორგი გრძელიშვილი: საღებავის შემსხმელიც, მისი პატრონიც, მისი მომწონებელიც, ყველანი მანქურთები არიან

“ამ ვირიშვილებს იდეალური სიტყვა ესადაგება – მანქურთი. საღებავის შემსხმელიც, მისი პატრონიც, მისი მომწონებელიც, ყველანი მანქურთები არიან.”- წერს “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი.

“მომთაბარე ტომს ასეთი წესი ჰქონია: ომის/დარბევის შემდეგ ტყვედ წაყვანილებს თავს გადაპარსავდნენ და მჭიდროდ დაახურავდნენ ახალდაკლული აქლემის ცხელ ტყავს, მერე ხელ-ფეხს უკრავდნენ და მშიერ-მწყურვალს ტოვებდნენ თაკარა მზეზე. რამდენიმე დღეში თმა ამოსვლას იწყებდა და რაკი აქლემის ტყავს ვერ ხვრეტდა, თავის კანში ჩაიზრდებოდა. ეს პროცესი იმდენად მტანჯველი იყო, რომ ბევრი ტყვე ვერ უძლებდა და კვდებოდა, გადარჩენილები კი მეხსიერებას კარგავდნენ, ავიწყდებოდათ წარსული და საკუთარი ვინაობა და იდეალურ, საკუთარ ნებას მოკლებულ და პატრონის ერთგულ მონად იქცეოდა. ასეთ ადამიანებს მანქურთებს ეძახდნენ. ისინი ჩვეულებრივ მონებზე მეტად ფასობდნენ, რადგან, თუ მონას გული მუდამ თავისუფლებისკენ მიუწევს, მანქურთისთვის აღარც თავისუფლება არსებობს და აღარც სხვა ღირებულება.”- წერს გიორგი გრძელიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.