4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გიორგი გამსახურდია პაატა ბურჭულაძეზე: ეს ცეკა/ტეკას კალთაში გამოზრდილი, თხემიდან ტერფამდე მართლა რუსი რომ ვინმეს რუსს და რუსეთუმეს დაუძახებს, ამაზე ამორალური კაცი არ დადის დედამიწაზე – რა უნდა ამას 9 აპრილს რუსთაველზე?

გიორგი გამსახურდია, ოპოზიციონერ პაატა ბურჭულაძის ინტერვიუდან სოციალურ ქსელში ნაწყვეტს აქვეყნებს, სადაც ბურჭულაძე აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც რუსი ბანი და მისთვის დიდი პატივია, რომ რუსული სკოლის წარმომადგენელია.

გამსახურდიას თქმით, ბურჭულაძე, რომელიც თხემიდან ტერფამდე რუსია, სხვას უწოდებს რუსს და რუსეთუმეს და მისი ადგილი 9 აპრილს რუსთაველზე არ არის.

“აი ეს ცეკა/ტეკას კალთაში გამოზრდილი, თხემიდან ტერფამდე მართლა რუსი, რომ ვინმეს რუსს და რუსეთუმეს დაუძახებს… ამაზე ამორალური, კაცი არ დადის დედამიწაზე… რა უნდა ამას საერთოდ 9 აპრილს რუსთაველზე? მავზოლეუმთან უნდა ეგდოს, ან “პაკლონნაია გარაზე”. ვერ მოვიცილეთ ეს შავი ჭირი, ეს მანქურთები ქვეყანამ,” – წერს გიორგი გამსახურდია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.