4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გიორგი აბდალაძე: საკანში არ ქრებოდა შუქი არასდროს. ყოველ ღამე მიდიოდა ფსიქოლოგიური წნეხი იმისი, რომ შვილს მოგიკლავ. სურათებს მაჩვენებდნენ ჩემი ძმების, რომ ეს უკვე სამსახურიდან გაგდებულია, ახლა მივყვებით ყველა დანარჩენს

გიორგი აბდალაძე: საკანში არ ქრებოდა შუქი არასდროს. 5 დღე საჭმელს არ ვჭამდი. პატიმარს საჭმელში ჩაუფურთხეს. გლდანის ციხეში პატიმრებს ასე ეპყრობოდნენ ეს არაადამიანები. საკანში წყალი არ გვქონდა და მაისურით ვიწმენდდით

საკანში არ ქრებოდა შუქი არასდროს. ყოველ ღამე გავყავდით საკნიდან, ყოველ ღამე მიდიოდა ფსიქოლოგიური წნეხი იმისი, რომ შვილს მოგიკლავ, იმას ვიზამთ, ამას ვიზამთ. სურათებს მაჩვენებდნენ ჩემი ძმების, რომ ეს უკვე სამსახურიდან გაგდებულია, ახლა მივყვებით ყველა დანარჩენს, შენი ბავშვი დღეს სკოლიდან რომ გამოვიდა გეტყვიო ზუსტად სად იარაო, მარშრუტსო. რად მინდა მე ვუთხარი რომ მეუბნები ახლა მაგასთქო? აი იცოდეო, რომ გაგანადგურებთ ყველანაირად, ოჯახის წევრებიანადო. ეს მიმდინარეობდა რამდენიმე დღე, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი აბდალაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ფოტოგრაფების საქმე“ განიხილება.

როგორც მან აღნიშნა, გლდანის ციხეში პატიმრებს საჭმელში უფურთხებდნენ, რომ არ ეჭამათ.

„5 დღე საჭმელს არ ვჭამდი. პატიმარს საჭმელში ჩაუფურთხეს. გლდანის ციხეში პატიმრებს ასე ეპყრობოდნენ ეს არაადამიანები, რომ პატიმარს არ ეჭამა საჭმელი. პატიმარს ეუბნება ეს თუ შიმშილობს შენ რატომ ჭამო და აიღო და ჩაუფურთხა საჭმელში და დაუდო და მე რომ ვთქვი ამაზე პროტესტი, ამ პატიმარმა მთხოვა გეხვეწები ხმა არ ამოიღოო, მოგვკლავენ ცემაში, გაგვიყვანენ და საშინელ დღეში ჩაგვაგდებენო. საკანში წყალი არ გვქონდა და მაისურით ვიწმენდდით“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.