4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გია აბაშიძე: “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) არის თაღლითების კანტორა, რადგან 2020-ში გააყალბა ხმების პარალელური დათვლა, ხოლო 2024 წლისას დღემდე მალავს

ყველას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას – ე.წ. NGO “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) არის თაღლითების კანტორა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ISFED-მა 2020 წელს ხმების პარალელური დათვლის შედეგი გააყალბა, ხოლო, 2024 წლისას დღემდე უმალავს საზოგადოებას. აბაშიძე აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციის დონორები – USAID, NED, ევროკავშირი, ნიდერლანდების საელჩო და გერმანიის საგარეო საქმეთა ურთიერთობების ინსტიტუტი, დესტრუქციის თანამონაწილეები არიან.

“ყველას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას – ე.წ. NGO “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) არის თაღლითების კანტორა, რადგან 2020-ში გააყალბა ხმების პარალელური დათვლა, ხოლო 2024-ისას დღემდე მალავს.
ამ პარაზიტი ნაცპარტიული სტრუქტურის მოქმედი დონორები არიან: აწ უკვე გაუქმებული USAID, მისი პარტნიორი NED, ევროკავშირი, ნიდერლანდების საელჩო, გერმანიის საგარეო საქმეთა ურთიერთობების ინსტიტუტი.
რევანშისტული ISFED-ის უსინდისო დაფინანსებით, სპონსორები ნაცდესტრუქციის თანამონაწილენი არიან.” – წერს გია აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.