4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გია აბაშიძე: საინტერესო იქნება “სისხლისა და რევოლუციის” ე.წ. ტრეინინგებზე სასამართლოზე ეჭვმიტანილთა პასუხები

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში აზიარებს სურამში პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ტრენინგში მონაწილე-მენტორების სიას და აღნიშნავს, რომ აუცილებელია რევანშისტების ამ სეგმენტის საქმიანობის და სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სამართალდამცველთა დროული და მტკიცებულებებით გამყარებული პასუხები.

როგორც ანალიტიკოსი წერს, უამრავ შეკითხვას ბადებს ასევე IRI-ს ადგილობრივი ოფისის სპონსორობა.

“დასახელება და შერცხვენა (naming & shaming) მხოლოდ არ კმარა. აუცილებელია რევანშისტების ამ სეგმენტის საქმიანობის და ე.წ. ბანაკებში სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სამართალდამცველთა დროული და მტკიცებულებებით გამყარებული პასუხები. სავარაუდოდ, ეს სია უფრო ვრცელია.

უამრავ შეკითხვას ბადებს ასევე IRI-ს ადგილობრივი ოფისის სპონსორობა.

საინტერესო იქნება “სისხლისა და რევოლუციის” ე.წ. ტრეინინგებზე სასამართლოზე ეჭვმიტანილთა პასუხები.

ამათნაირ დესტრუქციულებს აშშ-ში თუ ევროპაში აქვთ და ექნებათ უდიდესი პრობლემები სამართალთან.”- წერს გია აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.