4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გია აბაშიძე: სად არის დაპირებული სანქციები იმ ფონზე, როცა შსს და სუსი აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკელ კოლეგებთან? შემთხვევით, ხომ არ გააცნობიერეს აშშ-ის პოლიტიკურმა აქტორებმა, რომ სანქციების შემოღება დააზიანებს ურთიერთობას საქართველოსთან?

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები – თეიმურაზ კუპატაძე და ვაჟა სირაძე, რომელთა დასანქცირებას ითხოვენ უსამშობლოთა კლასტერიდან, არ ფლობენ ინფორმაციას რაიმე სასჯელებზე აშშ-დან. მეტიც, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დღეს დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც მრავალმხრივ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე ჰქონდა შეხვედრები. მისივე ინფორმაციით, შსს-ს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს შეერთებული შტატების სამართალდამცველ სტრუქტურებთან, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

ანალიტიკოსის თქმით, ჩნდება შეკითხვები – სად არის დაპირებული მკაცრი სანქციები იმ ფონზე, როცა შსს და სუსი აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკელ კოლეგებთან და შემთხვევით, ხომ არ გააცნობიერეს აშშ-ის პოლიტიკურმა აქტორებმა, რომ სანქციების შემოღება დააზიანებს ურთიერთობას რეგიონში საიმედო და ერთგულ პარტნიორ საქართველოსთან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები – თეიმურაზ კუპატაძე და ვაჟა სირაძე, რომელთა დასანქცირებას ითხოვენ უსამშობლოთა კლასტერიდან, არ ფლობენ ინფორმაციას რაიმე სასჯელებზე აშშ-დან. მეტიც, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დღეს დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც მრავალმხრივ უწყებათაშორის თანამშრომლობაზე ჰქონდა შეხვედრები. მისივე ინფორმაციით, შსს-ს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს შეერთებული შტატების სამართალდამცველ სტრუქტურებთან.

ჩნდება შეკითხვები – სად არის დაპირებული მკაცრი სანქციები იმ ფონზე, როცა შსს და სუსი (გრიგოლ ლილუაშვილიც იყო ამას წინათ ვაშინგტონში) აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკელ კოლეგებთან? შემთხვევით, ხომ არ გააცნობიერეს აშშ-ის პოლიტიკურმა აქტორებმა, რომ სანქციების შემოღება დააზიანებს ურთიერთობას რეგიონში საიმედო და ერთგულ პარტნიორ საქართველოსთან?“, – წერს გია აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.