4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გია აბაშიძე ემანუელ მაკრონის და ოლაფ შოლცის ყაზახეთსა და აფრიკის ქვეყნებში ვიზიტებზე – ნაცჭაობის “ტალეირან-პერიგორები” ამ ვიზიტებზე დუმილს ამჯობინებენ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ყაზახეთში და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის აფრიკის ქვეყნებში ვიზიტებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„როცა ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ყახაზეთსა და განას სტუმრობდნენ, ნაცსექტის უვიცობით ცნობილი ტრაგიკომიკური პესონაჟები ვითომ ქილიკობდნენ.

თუმცა, ახლა ცენტრალურ აზიას სტუმრობს პრეზიდენტი მაკრონი, ხოლო აფრიკის ქვეყნებს – კანცლერი შოლცი. რასაკვირველია, ნაცჭაობის “შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორები” ამ ვიზიტებზე დუმილს ამჯობინებენ.

ზოგიერთ “ნაცგენიოსს”, ალბათ, ხსენებული პიროვნება რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი ჰგონია. „ხაბეიშვილიზაცია-წითლიძიზაცია“ ახლა ტრენდულია რადიკალებში“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.