4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გია აბაშიძე: გატანჯული უკრაინა სისხლს ღვრის აგრესორ რაშისტებთან ბრძოლაში, ხოლო ამერიკული კომპანიები რუსულ ბირთვულ სააგენტოს მილიარდობით დოლარს უხდიან

გატანჯული უკრაინა სისხლს ღვრის აგრესორ რაშისტებთან ბრძოლაში, ხოლო ამერიკული კომპანიები რუსულ ბირთვულ სააგენტოს მილიარდობით დოლარს უხდიან, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე New York Times-ის სტატიას იმის შესახებ, რომ ამერიკული კომპანიები რუსულ ბირთვულ სააგენტოს მილიარდობით დოლარს უხდიან.

აბაშიძის განცხადებით, ამ ფაქტს არ იმჩნევენ დასავლელი პოლიტიკური აქტორები, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთი სანქცირებულია. მისი თქმით, რუსული ბირთვული სააგენტოსთვის მილიარდების გადახდის გარდა, ცნობილია ისიც, რომ რუსეთიდან სხვადასხვა პროდუქციის შესყიდვებიც ხორციელდება.

„გასული საუკუნის ფრანგი ნობელიანტი მწერალი ანდრე ჟიდი წერდა: ჭეშმარიტი თვალთმაქცი არის ის, ვინც ვეღარ ამჩნევს საკუთარ ტყუილებს, ვინც გულწრფელად იტყუება.

გატანჯული უკრაინა სისხლს ღვრის აგრესორ რაშისტებთან ბრძოლაში, ხოლო ამერიკული კომპანიები რუსულ ბირთვულ სააგენტოს მილიარდობით დოლარს უხდიან. ამას არ იმჩნევენ დასავლელი პოლიტიკური აქტორები და “გულწრფელად” იტყუებიან, რომ რუსეთი თითქოსდა სანქცირებულია, პუტინი და მისი კრიმინალი გარემოცვა ომის დამნაშავეები არიან და მსგავსი ბლა ბლა. აღარაა საუბარი ენერგოშემცველების შესყიდვებზე, სამხედრო ტექნიკისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებაზე და სხვა პროდუქციის რუსეთიდან/რუსეთში ფარისევლურ მრავალმილიარდიან კონტრაქტებზე.
კვლავ ანდრე ჟიდს დავესესხები – სიმართლის ფერი ნაცრისფერია.“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.