4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გია აბაშიძე: ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა ისჯება მძიმედ და პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია, ეს უნდა კარგად შეიგნონ მულტი-ფსევდო “ნაცებმა” – ქართველ პოლიციელზე თუ პოლიტიკოსზე თავდამსხმელის ჰეროიზაციის მცდელობა ამორალურია და ვერასდროს გახდება მისაღები

ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა არ მიიჩნევა ე.წ. გამოხატვის თავისუფლად, ისჯება მძიმედ და ასეთ კანონდარღვევაზეც პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც ეხმიანება აშშ-ში, პროკურორისთვის შეფურთხების გამო ქალის დაკავებას.

აბაშიძის განცხადებით, ქართველ პოლიციელზე და პოლიტიკოსზე თავდამსხმელის ჰეროიზაციის მცდელობა ამორალურია და ქართული საზოგადოებისთვისაც ვერასდროს გახდება მისაღები.

“ამერიკელ პროკურორზე, სამართალდამცველზე თავდასხმის ნებისმიერი ფორმა არ მიიჩნევა ე.წ. გამოხატვის თავისუფლად, ისჯება მძიმედ და ასეთ კანონდარღვევაზეც პოლიტიკური სპეკულაციები გამორიცხულია, ეს უნდა კარგად შეიგნონ მულტი-ფსევდო “ნაცებმა”!
აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელმაც პროკურორს ინტერვიუს მსვლელობისას შეურაცხყოფა მიაყენა.

ქართველ პოლიციელზე თუ პოლიტიკოსზე თავდამსხმელის ჰეროიზაციის მცდელობა ამორალურია და ვერასდროს გახდება მისაღები ჩვენი საზოგადოებისთვის.” – წერს გია აბაშიძე.

https://www.facebook.com/share/p/16XRvqqKK3/

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.