4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი – ევროკომისიის წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და მმართველების მხრიდან ძალადობრივ რეპრესიაზე

ევროკომისიის წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარედემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან ძალადობრივ რეპრესიაზე, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ევროკომისიის დღევანდელი წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის ძალადობრივ რეპრესიაზე.

ევროკომისიამ უკვე გადაამისამართა დაფინანსება მმართველებიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი და სამოქალაქო საზოგადოების ჩვენი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერების გზებს შეისწავლის.

ევროკავშირი ქართველ ხალხთან და ევროპული მომავლის მათ არჩევანთან დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება,” – წერს კოსი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.