4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, ,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უნგრეთის მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისს ეწვია

ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, ,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უნგრეთის მმართველი პარტიის (Fidesz) ცენტრალურ ოფისს ეწვია.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის (Fidelitas) პრეზიდენტ იშტვან მოჰაჩისთან.

შეხვედრას ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი დორა ჰიდაში და პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე ზოლტან ლუკაჩი დაესწრნენ.

მხარეებმა ქართული ოცნებისა და ფიდესის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა, სამომავლო გეგმები და ერთობლივი პროექტები განიხილეს.

გიორგი ჩაკვეტაძემ ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.