4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი -მოხარული ვარ, რომ ადგილობრივების საჭიროებები სრულად თანხვედრაშია იმ პრიორიტეტებთან, რაც მე და ჩემს გუნდს გვაქვს განსაზღვრული

“ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს.

მას კიდევ ერთი გულწრფელი და თბილი დიალოგი ჰქონდა სოფელ ანდეზიტში, ციხიჯვარში, დიდ და პატარა მიტარბში მცხოვრებლებთან.

როგორც გელაშვილი აცხადებს, მოხარულია, რომ ადგილობრივების საჭიროებები სრულად თანხვედრაშია იმ პრიორიტეტებთან, რაც მასსა და მის გუნდს აქვთ განსაზღვრული.

სოფლებში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ბორჯომის შტაბის უფროსი, გიორგი ფერაძე და შტაბის წევრები.

დაბა ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულში დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილია ზურაბ კურტანიძე, ხოლო ციხიჯვარის ადმინისტრაციულ ერთეულში – გიორგი ბლიაძე.

https://www.facebook.com/share/p/171bFZUWF3/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.