4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი- მხარი დავუჭირე „ქართულ ოცნებას“, რადგან ჩემი ღრმა რწმენით, ამ პოლიტიკურ ძალას შესწევს უნარი ქვეყანა და მისი მუნიციპალიტეტები მშვიდობიანად განავითაროს

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა „ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატმა მამუკა გელაშვილმა.

როგორც მან განაცხადა, მხარი დაუჭირა პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველო“ რადგან, მისი ღრმა რწმენით, ამ პოლიტიკურ ძალას შესწევს უნარი ქვეყანა და მისი მუნიციპალიტეტები მშვიდობიანად განავითაროს.

„დარწმუნებული ვარ დღეს ბორჯომში და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, როგორც მერობის ასევე საკრებულოს არჩევნებში. წინასწარ მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის.“-განაცხადა მამუკა გელაშვილმა.

https://www.facebook.com/share/p/17JSsZ1q91/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.