4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ბოლნისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ზამურ ჭითანავა ახალგაზრდებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრისას ადგილობრივმა ახალგაზრდებმა საკუთარი ინიციატივები და მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა წარმოადგინეს. როგორც ზამურ ჭითანავამ აღნიშნა, ახალგაზრდებთან დიალოგი ყოველთვის მნიშვნელოვანია.

„მოხარული ვარ, რომ მოვისმინე ახალგაზრდებისგან საინტერესო იდეები და წინადადებები. შეხვედრისას მათ გავუზიარე ჩვენი სამომავლო გეგმებიც და დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ,“ – განაცხადა ჭითანავამ.

მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს აქტიურობისთვის, ნდობისთვის და გაზიარებული იდეებისთვის. მისი თქმით, ახალგაზრდებთან ერთად მუშაობა ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების და უკეთესი მომავლის შექმნას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.