4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ბლინკენი: ნატო უკრაინას მოამზადებს, რათა მას რუსეთთან კონფლიქტის წარმოება 2025 წელსაც შეეძლოს

ნატო აპირებს უკრაინას ისეთი ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწიოს, რომ მას 2025 წელს რუსეთთან ომის წარმოება შეეძლოს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ.

„ჩემი ვიზიტის მიზანია, ფოკუსირება მოვახდინოთ ჩვენს ძალისხმევაზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს საკმარისი ფული, აღჭურვილობა და საჯარისო შენაერთები, რათა 2025 წელს იბრძოლოს ეფექტურად, ან გაუჩნდეს შესაძლებლობა, რათა აწარმოოს მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, ახლა არის კრიტიკული მომენტი, ვინაიდან რუსეთი აგრძელებს შეტევას აღმოსავლეთით მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები