4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ბიძინა გიორგობიანი „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე: იმედია, სამართალდამცავები დღესვე გაერკვევიან და საჩქაროდ დაადგენენ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ პირებს

იმედია, რომ სამართალდამცავები დღესვე გაერკვევიან და საჩქაროდ დაადგენენ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ პირებს, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს არის ჩამოყალიბებული, პროვოკაციული აქტი.

„დავიწყებ ამ ძალადობის აქტის დაგმობით, ვინაიდან, დღეს როგორც ვხედავთ ჩვენ, აქცია მიმდინარეობს მშვიდობიანად და ამ მშვიდობიანი აქციის ფონზე ეს იყო რაღაც ძალიან მოულოდნელი და ძალიან არასასურველი. ეს არის ჩამოყალიბებული, პროვოკაციული აქტი. მინდა ასევე გამოვეხმაურო კობა ხაბაზის ცემის ფაქტს, მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ იქვე მიმდებარე ქუჩაზე.

ვფიქრობ, რომ არის რაღაც ძალიან საეჭვო დამთხვევა რაღაც ამ გარემოებების, თუმცა იმედია, რომ სამართალდამცავები დღესვე გაერკვევიან და საჩქაროდ დაადგენენ ამ ვანდალური აქტის ჩამდენ პირებს“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.