4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ბიულეტენების დათვლა დასრულდა – კახა კალაძე – 71.61%, ნინო ლაცაბიძე – 91.97%, დავით ერემეიშვილი – 85.68%, ბექა ვაჭარაძე – 100%, გიორგი ცინცაძე – 80.63%

ცესკო ბიულეტენების დათვლის დასრულების შემდეგ წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. შედეგები საზოგადოებას ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წარუდგინა.

ქალაქების მერების არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატების წინასწარი შედგები ასეთია: თბილისი – კახა კალაძე – 215083 ხმა, 71.612%, რუსთავი – ნინო ლაცაბიძე – 31276 ხმა, 91.972%, ქუთაისი – დავით ერემეიშვილი – 37779 ხმა, 85.686%, ფოთი – ბექა ვაჭარაძე – 14545ხმა, 100%, ბათუმი – გიორგი ცინცაძე – 42876 ხმა, 80.638%.

„მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები დასრულდა – უკვე დათვლილია ყველა საარჩევნო უბნის (3 061 უბნის) შედეგი. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

როგორც გუშინდელმა დღემ აჩვენა, მეორედ, ამჯერად უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება წარმატებით განხორციელდა და პირველადი შედეგების გამოცხადება საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის დასრულებიდან სულ რაღაც საათსა და 25 წუთში შეძლო.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად წარიმართა და არცერთ უბანზე არ გამხდარა საჭირო კენჭისყრის ტრადიციული მეთოდით გაგრძელება.

მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის, არჩევნების მოდერნიზების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის.

აქვე გაგაცნობთ ინფორმაციას საჩივრების შესახებ. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 25 საჩივარი, საჩივრები ძირითადად შეეხება: ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ა.შ. დეტალური ინფორმაცია საჩივრების შესახებ განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, საჩივრების რეესტრში.

ასევე შეგახსენებთ, რომ კანონით დადგენილ ვადებში ყოველ საარჩევნო ოლქში გადაითვლება ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბანი, როგორც ტექნოლოგიური, ისე ტრადიციული უბნების შემთხვევაში.

წარმოგიდგენთ დედაქალაქის პროპორციულ შედეგებს, ასევე თბილისისა და დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნების წინასწარ შედეგებს”, – აღნიშნა პრესსპიკერმა.

თბილისი პროპორციული:

„მამული, ენა, სარწმუნოება“ – 3081 – 1.019%
„კონსერვატორები საქართველოსთვის“ – 13025 – 4.308%
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ 1770 – 0.585%
„თავისუფალი საქართველო“ – 2711 – 0.897%
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 3255 – 1.077%
ძლიერი საქართველო-ლელო – 30050- 9.938%
„საქართველო“ – 977 – 0.323%
მწვანეთა პარტია – 1932 – 0.639%
„სახალხო ხელისუფლება“ – 803 – 0.266%
„გახარია საქართველოსთვის“ – 9673 – 3.199%
გირჩი – 23275 – 7.698%
ქართული ოცნება -211814 – 70.052%
თბილისი მერი

თეიმურაზ ბოკელავაძე – „მამული, ენა, სარწმუნოება“ – 2364 – 0.787%
ზურაბ მახარაძე „კონსერვატორები საქართველოსთვის“ – 12311 – 4.099%
კახა კუკავა – „თავისუფალი საქართველო“ – 4401 – 1.465%
ოთარ ჭითანავა – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 2678 – 0.892%
ირაკლი კუპრაძე – ძლიერი საქართველო-ლელო – 36863 – 12.274%
გიორგი ლილუაშვილი – „საქართველო“ – 1357 – 0.452%
გიორგი გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია -2353 – 0.783%
იაგო ხვიჩია – გირჩი – 22935 – 7.636%
კახა კალაძე – ქართული ოცნება – 215083 – 71.612%
რუსთავი მერი

თამარ კეკენაძე – „გახარია საქართველოსთვის“ -2730 – 8.028%
ნინო ლაცაბიძე – ქართული ოცნება – 31276 – 91.972%

ქუთაისი მერი

გიორგი ამაღლობელი – „საქართველო“ – 2767 – 6.276%
პაატა ზაქარეიშვილი – „გახარია საქართველოსთვის“ – 3544 – 8.038%
დავითი ერემეიშვილი – ქართული ოცნება – 37779 – 85.686%
ფოთი მერი

ბექა ვაჭარაძე – ქართული ოცნება -14545 – 100%
ბათუმი მერი

თამარ მიქელაძე – „მამული, ენა, სარწმუნოება“ -1246 – 2.343%
ზვიად კვირიკაძე – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 2251 – 4.234$
გოჩა გუგუნავა – „გახარია საქართველოსთვის“ – 5505 – 10.353%
გიორგი ცინცაძე – ქართული ოცნება – 42876 – 80.638%
კახაბერ ცისკარიძე – დამოუკიდებელი – 1293 – 2.432%

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.