4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს, 10:00 საათზე დაიწყება

ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს, 10:00 საათზე დაიწყება და ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად.

რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი. თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია სამ ეტაპს მოიცავს. რეგისტრაციის მეორე ეტაპი გუშინ დასრულდა, რომელშიც რეგისტრაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის იყო შესაძლებელი. პირველ ეტაპზე რეგისტრაციის გავლა კი თბილისში რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს; ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილებს, ასევე მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონეეთა შვილებსა და სამხედრო მოსამსახურეთა შვილებს შეეძლოთ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.