4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ბაბი კირკიტაძე მარიამ შენგელიას მიმართ ბულინგზე: მიკვირს, გული მტკივა და საწყენია. ეს ქვეყანა არის ყველასი და მგონია, რომ ამ დროს ყველა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები, რათა შენმა ქვეყანამ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგას

მიკვირს, გული მტკივა და საწყენია, – ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ საუბრისას მომღერალი ბაბი კირკიტაძე ევროვიზიის მონაწილე მარიამ შენგელიას მიმართ ბულინგს.

მისივე თქმით, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ყველა უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მხარეს.

„ეს ქვეყანა არის ყველასი და მგონია, რომ ამ დროს ყველა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები, რათა შენმა ქვეყანამ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგას.

მიკვირს, გული მტკივა და საწყენია. არ აქვს მნიშვნელობა, რა ნიშნით განვასხვავებთ ამ შემთხვევაში ერთმანეთს, რომელ მხარეს ვდგავართ. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ყველა უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მხარეს.

მარიამს ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას“, – აღნიშნა ბაბი კირკიტაძემ.

ფსევდოლიბერალების სამიზნე ამჯერად მარიამ შენგელიაა – მომღერალი, რომელიც ევროვიზიის სცენაზე საქართველოს წარადგენს. სოციალურ ქსელში, მათ შორის ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე, კომენტარებში პირდაპირ მოითხოვენ, რომ საქართველო კონკურსიდან უნდა მოხსნან. ნაწილი წერს, რომ ქვეყანამ ევროვიზიაზე ბოლო ადგილი უნდა დაიკავოს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.