4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა

სტიქია კახეთში – სეტყვამ და ქარმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა. დაზარალდა პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი. მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს სპეციალური კომისია შეისწავლის.

სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტი წელს უკვე მეოთხედ დააზარალა.

„დააზიანა საკარმიდამო ნაკვეთები, განსაკუთრებული ზიანი მიადგა საცხოვრებელი სახლების სახურავებს. ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ვითვლით ზარალს“, – განაცხადა ახმეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.