4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

აჩიკო ბერიძემ: ჩვენი ქვეყანა იყო იმ საშიშროების წინაშე, რასაც ომი და მშვიდობა ჰქვია, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ეს პასუხისმგებლობა იგრძნო და გადადგა ნაბიჯი მშვიდობისკენ

ჩემთვის პოლიტიკური ცხოვრება სიახლე იყო და ძალიან ბევრი ვინერვიულე, თუმცა მოსახლეობასთან კარდაკარ-ის შეხვედრების დროს იმდენად დადებითი ემოციები მოდიოდა, რომ ვბრუნდებოდი ვეკითხებოდი წინა არჩევნების დროსაც ასეთი დამოკიდებულება იყო თუ არა თქო, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დელეგატმა აჩიკო ბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

„ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მე პირადად აგრესია არ მიგრძნია, ყველა დადებითად გვხვდებოდა. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ რთული არ იყო არჩევანის გაკეთება.

როდესაც მართალი ხარ, ამ სიმართლის უკან დგას შენი ქვეყანა და ამხელა პასუხისმგებლობა გაქვს აღებული ძალიან მნიშვნელოვანია სწორი არჩევანის გაკეთება. ჩვენი ქვეყანა იყო იმ საშიშროების წინაშე, რასაც ომი და მშვიდობა ჰქვია, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ეს პასუხისმგებლობა იგრძნო და გადადგა ნაბიჯი მშვიდობისკენ“, – აღნიშნა აჩიკო ბერიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.