4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ერთად დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში შეხვედრები გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, პარლამენტში ზუგდიდის დელეგატი დავით კოდუა და მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, ზუგდიდში, ფაიფურისა და კომბინატის დასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ.

გიორგი ჯინჭარაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დევნილთა განსახლების ადგილები დაათვალიერეს და კომპაქტურ დასახლებებში არსებულ საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს გაეცნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს აფხაზეთის მთავრობის მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნო. გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და აფხაზეთში, საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე მათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.