4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

“ასეთი კვალიფიკაციის ხალხი ურჩევს პრეზიდენტს როგორ იმოქმედოს. ვინც სერიოზულად განიხილავდა, იმათი რეესტრი ცალკეა საწარმოებელი” –

აინშტაინმა თქვა, ორი რამ არის უსასრულო, სამყარო და ადამიანის სისულელე. იქვე დასძინა, თუმცა პირველში ეჭვი მეპარებაო. რატომ გავიხსენე?” – წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

“ნახეთ ერთი ვინ დაიწყო სერიოზული განხილვა კობახიძის ხუმრობის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით. თან იმ კანონონის, რომელიც ხელმოსაწერად იყო გაგზავნილი პრეზიდენტთან. ასეთი კვალიფიკაციის ხალხი ურჩევს პრეზიდენტს როგორ იმოქმედოს. ვინც სერიოზულად განიხილავდა, იმათი რეესტრი ცალკეა საწარმოებელი. მერე გადარეკეს პრეზიდენტთან და გაარკვიეს, რომ უკვე გაგზავნილი იყო მასთან ირაკლის ხუმრობამდე. ამას, ოღონდ სერიოზულად, ამტკიცებდნენ პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციოში.” – წერს დეპუტატი.

ცნობისთვის: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ კითხვის პასუხად განაცხადა. „გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში“, – აღნიშნა კობახიძემ.

როგორც მოგვაინებით გაირკვა, კობახიძის განცხადება ხუმრობა იყო და იმ დროისთვის, როდესაც განცხადებას აკეთებდა კანონპროექტი ხელმოსაწერად უკვე იყო გაგზავნილი პრეზიდენტთან. ამ პერიოდში, პრეზიდეტის მხარდამწერები, კობახიძის ხუმრობას სხვადასხვა შინაარსის შეფასებებს უკეთებდნენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.