თუ დიდ ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაში არ არის, ზუსტად ანალოგიური კანონი იქნება ჩვენთანაც, საქართველოში, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივებზე საუბრისას, რომელთა შორის მედიის საკითხიც არის.
მისი თქმით, ერთი – ერთში იქნება გადმოტანილი დიდ ბრიტანეთის მოდელი.
„შეუძლებელია, რომ დიდ ბრიტანეთში რაიმე არ იყოს სიტყვისა და გამოხატვის საწინააღმდეგო, ხოლო საქართველოში იყოს. მე მგონი არავის არ შეუძლია თქვას, რომ BBC-ის შიდა სარედაქციო პოლიტიკაში ვინმე ერევაო მაგრამ არის კონკრეტული რეგულირებები და ამ რეგულირებებს ყველა იცავს დიდ ბრიტანეთში, ისევე იქნება სავალდებულო ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ








