4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ანრი ოხანაშვილი: ჩვენმა გუნდმა ინტენსიური სამუშაო გაწია იმისთვის, რომ არავითარი კითხვის ნიშნები არ დარჩენილიყო და არავისთვის არ ყოფილიყო სასპეკულაციო სივრცე 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით

ჩვენმა გუნდმა ინტენსიური სამუშაო გაწია იმისთვის, რომ არავითარი კითხვის ნიშნები არ დარჩენილიყო და არავისთვის არ ყოფილიყო სასპეკულაციო სივრცე 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საკანონმდებლო ცვლილების სახით თუ კონკრეტული საკითხების მოწესრიგების კუთხით. რაც შეეხება დარჩენილ საკითხებს, დეპოლარიზაციის საკითხი ღიად რჩება, თუმცა აქაც ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ და ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა, მეგობრებმა ძალიან კარგად იციან, რომ მაქსიმალურად მონდომებული ვიყავით და ვართ, რომ დეპოლარიზაცია განხორციელდეს. ერთ-ერთი საკითხია ასევე დეოლიგარქიზაციის საკითხი, რომელიც არის ის თემა, რასთანაც დაკავშირებით ჩვენ გვქონდა და გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.