4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ანა წითლიძე: „მე პირადად ვერ ვხედავ მათ ადგილს ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს არის ჩემი პოზიცია

„მე პირადად ვერ ვხედავ მათ ადგილს ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს არის ჩემი პოზიცია. ფრაქციამ ამაზე უნდა იმსჯელოს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მე ვერ ვხედავ მათ ადგილს აქ.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ.

“მაშინ, როდესაც ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა იმის, რომ ეს პროცესი ჩაეგდო და კლანის წევრები არ გამხდარიყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.

რაც შეეხება თვითონ უნდა ისაუბრონ მე ვამბობ, რომ მოვისმინე მათი არგუმენტები, მაგრამ ჩემთვის ეს არგუმენტები არის მიუღებელი და მე ვთვლი, რომ არასერიოზულია იმიტომ რომ საქმე ეხება ვიღაცამ შეცდომით მიაჭირა ხელი ,ვიღაცამ ეს არ იცოდა ,ვიღაცამ რამდენიმე კანდიდატს მისცა,ვიღაცამ იმას არ მისცა ეს არგუმენტები არის ძალიან არასწორი .საუბარი არის საქართველოს პარლამენტის წევრებზე,რომლებსაც პასუხისმგებლობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით .ჩემთვის მარტივი არ არის ამ კომენტარის გაკეთება ამ ადამიანებზე, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ჩვენს ფრაქციას.

ჩემი პირადი პოზიცია არის ფრაქციამ უნდა იმსჯელოს, როგორ გაგრძელდება შემდეგი თანამშრომლობა, მაგრამ ჩემი პირადი პოზიცია არის რომ ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პირადი პასუხისმგებლობა.

მე პირადად ვერ ვხედავ მათ ადგილს ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ეს არის ჩემი პოზიცია, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფრაქციამ ამაზე უნდა იმსჯელოს მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მე ვერ ვხედავ მათ ადგილს ფრაქცია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.

თვითონ გააკეთებენ,მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე მათ ნაცვლად არ ვისაუბრებ საზოგადოებამ მათგან უნდა მოისმინოს ეს არგუმენტები და თვითონ განსაჯონ რამდენად მისაღებია ეს არგუმენტები და რამდენად არ არის ეს არგუმენტები მისაღები .ჩემი პოზიცია არის ის რომ ჩემთვის ის არგუმენტები რაც მოვისმინე ისეთ სერიოზულ საკითხზე რომელიც ეხება უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას და სადაც ფაქტობრივად ხელისუფლება ავარჩევინეთ კლანის წევრები ჩემთვის ის არგუმენტები არ იყო სერიოზული დანარჩენზე ისაუბრებენ თვითონ.“ასე გამოეხმაურა ანი წითლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას, სადაც ხმა ოპოზიციის წევრებმაც მისცეს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.