4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ამირან სალუქვაძე „მაკდონალდსის“ მიერ გამოკრულ ბანერებზე: ამორალურია ასეთი რეკლამა, ბავშვების თემის გამოყენებით, პოლიტიკური კონტექსტით, არასწორ ციფრებზე დაყრდნობით – დაბლა მიგეწერათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

თუ ასე გადარდებთ, დაუკელით ფასები, ცეცხლის ფასი ადევს, დაპატიჟეთ სოციალურად დაუცველი ბავშვები და ა.შ. თანაც მთელი ბიზნესი ბავშვებზე რომ გაქვთ აგებული – ასე ეხმიანება ექსპერტი ამირან სალუქვაძე „მაკდონალდისის“ მიერ გამორკულ ბანერებს, სადაც წერია, რომ 235 000 ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს

სალუქვაძის თქმით, ამორალურია რეკლამა, რომელიც ბავშვების თემის გამოყენებით, პოლიტიკური კონტექსტით და არასწორი ციფრებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„მაკდონალდსის ყოფილა ეს რეკლამა, ყველა უთოდან ამოდის. აპლიკაციებზე ამომიგდო.

თუ ასე გადარდებთ, დაუკელით ფასები, ცეცხლის ფასი ადევს, დაპატიჟეთ სოციალურად დაუცველი ბავშვები და ა.შ. თანაც მთელი ბიზნესი ბავშვებზე რომ გაქვთ აგებული.

ამორალურია ასეთი რეკლამა, ბავშვების თემის გამოყენებით, პოლიტიკური კონტექსტით, არასწორ ციფრებზე დაყრდნობით. დაბლა მიგეწერათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”?!

უიმედობის დანერგვა და შავი პიარი როდის იყო მდიდარი კომპანიების სტრატეგია?“ – წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.