4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ალენ ბერსე: მთავრობამ გასცა დაპირება, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მოხდება იდენტიფიცირება ცვლილებების, რომლებიც უნდა განხორციელდეს

მე გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმ კანონმდებლობაზე, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონი უნდა შეიცვალოს ისე, რომ სრულად მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, როგორც ეს არის გაწერილი ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაში და ამას როგორც ვენეციის კომისია გვეუბნება, – განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ბოლოდროინდელი კანონმდებლობა არ მოდის შესაბამისობაში ევროპის საბჭოს მოცემულობასთან.

„მე მივესალმები და გეტყვით იმას, რომ მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, იქნება ჩართული ვენეციის კომისიაც და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. გამოვხატავ იმედს, რომ ამგვარი პროცესები შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებებითაც, როგორიცაა თანასწორობა, დისკრიმინაციის აღკვეთა, საარჩევნო რეფორმები, ციხისა და პრობაციის რეფორმები და დარწმუნებულები ვართ, რომ ბოლოდროინდელი კანონმდებლობა არ მოდის შესაბამისობაში ევროპის საბჭოს მოცემულობასთან“, – აღნიშნა ბერსემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.