4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ალბანეთი-საქართველოს საფეხბურთო მატჩის შემდეგ მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

ალბანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი 11 სექტემბრის 02:00 საათამდე იმოძრავებს.

ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდა, სადაც მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მოქალაქეებს კი ავტობუსები: N301, N306, N308, N310, N311, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N364, N388, N391 და N397 მოემსახურებიან. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.

უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა დღეს ქალაქ ტირანაში, თბილისის დროით, 22:45 საათზე გაიმართება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.