4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

აკაკი ალადაშვილი უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკების პირველი კლასტერის გახსნაზე: ეს არის უსამართლობის კიდევ ერთი დიდი გამოვლინება

ეს არის უსამართლობის კიდევ ერთი დიდი გამოვლინება, – ასე აფასებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი ბრიუსელის გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკების პირველი კლასტერის გახსნის თაობაზე.

„ახალი წევრების მიღება, მოლაპარაკებების გახსნა იმ წევრების მიმართ უფრო ბატონყმური დამოკიდებულებაა, ვიდრე ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობის პრინციპზე დამყარებული ურთიერთობა. საერთოდ საკითხავია, ასეთ ევროკავშირში ღირს თუ არა წევრობა“, – აღნიშნა ალადაშვილმა.

სამწლიანი მოლოდინის შემდეგ, უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკების პირველ კლასტერი იხსნება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.