29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024
29 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

ჰიდროლოგი დავით კერესელიძე შოვის სტიქიაზე: 10-12 წუთში მოსახლეობის ევაკუაციას ვერ მოასწრებ, თუ წინდაწინ არ იცი, რომ ეს უნდა მოხდეს და ამის წინდაწინ ცოდნა, წარმოუდგენელია ჩვენს პირობებში

10-12 წუთში მოსახლეობის ევაკუაციას ვერ მოასწრებ, თუ წინდაწინ არ იცი, რომ ეს უნდა მოხდეს და ამის წინდაწინ ცოდნა, ჩვენს პირობებში, წარმოუდგენელია, – ამის შესახებ ჰიდროლოგმა, დავით კერესელიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

„მანძილი იმ წერტილიდან, საიდანაც დაიწყო პროცესი, 7 კმ-ია. სიჩქარე წამში, დაახლოებით 5-10მ-ია, ანუ საათში, დაახლოებით 18 კმ. იქ მივიდოდა დაახლოებით, 10-12 წუთში. აღნიშნულ დროში ვერაფერს გააკეთებ, მოსახლეობის ევაკუაციას ვერ მოასწრებ, თუ წინდაწინ არ იცი, რომ ეს უნდა მოხდეს და ამის წინდაწინ ცოდნა, ჩვენს პირობებში, წარმოუდგენელია.

ვფიქრობ, ეს ძალიან უცბად მოხდა და ჩამოყალიბდა, თუმცა შესაძლოა, ვცდები“, – განაცხადა შოვში განვითარებულ სტიქიაზე საუბრისას კერესელიძემ.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები