პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ნატახტრისა და მისაქციელის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. დელეგატმა მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე.

დელეგატის თქმით, შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული – დავით ნოზაძე, გუბერნატორის მოადგილე – გიგი ჩიფჩიური, მუნიციპალიტეტის მერი – დიმიტრი ზურაბიშვილი , მერის მოადგილეები – გივი გიუტაშვილი და თამაზ ფოლოდაშვილი, ასევე საკრებულოს წარმომადგენლები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...