ოკუპირებულ აფხაზეთში არძიმბას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის ემზადებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში, სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პირველი „პრეზიდენტის“ ვლადისლავ არძინბას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებლად და წარმართვის „სახელმწიფო კომისია“ შეიქმნა. ინფორმაცია აფხაზურ მედიაში ვრცელდება.

შესაბამის „განკარგულებას“ ხელი ახლადარჩეულმა ე.წ. პროეზიდენტმა ბადრა გუნბამ მოაწერა.

„ხელი მოვაწერე ბრძანებას აფხაზეთის „პირველი პრეზიდენტის“, ვლადისლავ არძინბას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებლად და ჩატარების მიზნით „სახელმწიფო კომისიის“ შექმნის შესახებ. გთხოვთ დაუყოვნებლივ დაიწყოთ პროგრამის შემუშავება, ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი. ეს მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა”, – თქვა ბადრა გუნბამ ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელიც 3 მარტს გაიმართა.

ვლადისლავ არძიმბა, 1945 წლის 14 მაისს სოხუმის რაიონის სოფელ ეშერაში დაიბადა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...