ზვიად შალამბერიძე ოპოზიციაზე: ის რიტორიკა, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებენ, სხვადასხვა ნაბიჯი, რასაც დღეს დგამენ, სწორედ ქვეყნის ფარგლებს გარედან არის ნაკარნახევი

რიტორიკა, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებენ, არის დავალება ქვეყნის ფარგლებს გარედან, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.

მისი თქმით, ღიად ამაზე ოპოზიცია არ საუბრობს, თუმცა ზოგჯერ განცხადებები გაექცევათ ხოლმე.

„ღიად არ საუბრობენ, მაგრამ ზოგჯერ განცხადებები გაექცევათ ხოლმე. რეალურად ის რიტორიკა, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებენ, არის დავალება ქვეყნის ფარგლებს გარედან. სხვადასხვა ნაბიჯი, რასაც დღეს დგამენ, არის სწორედ ნაკარნახევი ქვეყნის ფარგლებს გარედან. ეს არის ჩვენთვის იმის მოტივაცია, რომ დღევანდელ დღეს მათ არა ოპოზიციას, არამედ ჩვეულებრივ აგენტურას ვუწოდებთ“, – აღნიშნა შალამბერიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“...

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“...