ზურაბ პატარაძე: მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს წარდგენისთვის, ბატონ სულხან თამაზაშვილს, გუნდის წევრებს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც ჩვენ შევეჭიდეთ

დღეს შედგა შეხვედრა „ქართული ოცნების“ გუნდის წევრებთან ჩვენს რეგიონში, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს.

„დღეს ჩვენს უმაღლეს საბჭოში აღვნიშნეთ და დავაანონსეთ პროექტები, რომელიც განსახორციელებელი გვაქვს. რა თქმა უნდა ამ პროექტებში მთელი გუნდი იქნება ჩართული. ექვსივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ, რათა ბევრი წარმატება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას და რეგიონს.

მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს წარდგენისთვის, მადლობა გადავუხადო მთავრობის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, ბატონ სულხან თამაზაშვილს, გუნდის წევრებს და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც ჩვენ შევეჭიდეთ, ბევრი საქმე გვაქვს საკეთებელი და ვფიქრობ ერთად ძალიან ბევრ წარმატებას მოვუტანთ რეგიონს.

ვიწყებთ ყველა მუნიციპალიტეტის შემოვლას, გვექნება შეხვედრები მოსახლეობასთან და მათთან ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე“, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 13 ხმით დაამტკიცა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: ანა ბუჩუკურს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის შესახებ...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ანა ბუჩუკურის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა გააკრიტიკა. აბაშიძის შეფასებით, სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და...