ზურაბ ქადაგიძე: ომის გახანგრძლივება ახლა, ყველაზე მეტად სოროსის ევროპულ ოფისს – ბრიუსელს აწყობს !

დონალდ ტუსკის განცხადებას „ევროპა მზად არის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს და შეიარაღების რბოლაში რუსეთი დაამარცხოს“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ევროპისთვის უკრაინაში ომის დასრულება სამართლებრივ – პოლიტიკური განაჩენი იქნება.

„3 წლის განმავლობაში:
რუსეთს სამხედრო ბიუჯეტი გააორმაგებინეს;
უკრაინის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციაში ხელი ვერ შეუშალეს;
სანქციების მიუხედავად, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რუსეთის ბაზრის ათვისებაში და
ახლა გაახსენდათ პასუხისმგებლობა?
არა, ახლა პასუხისმგებლობაზე მეტად, გარდაუვალი პასუხისგების შიში აქვთ, რადგან ომის დასრულება და სამართლებრივ-პოლიტიკური განაჩენი, ომის ყველა “დისტრიბუტორისა” ეტაპობრივად დადგება!
ასე რომ – ომის გახანგრძლივება ახლა, ყველაზე მეტად სოროსის ევროპულ ოფისს – ბრიუსელს აწყობს!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი: თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე რეალობას, რეგიონში არსებულ კონფლიქტებს, საქართველოს როლი...

თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე რეალობას, რაც რეგიონში გვაქვს, იმ კონფლიქტებს, რომელიც გარშემო არსებობს, რა თქმა უნდა, საქართველოს როლი კიდევ უფრო გაზრდილია. ეს ცხადად ჩანს ცენტრალური...