ზურაბ აბაშიძე 2009 წლის აქციებზე: ჩიტაძის ქუჩაზე, ახლა სადაც უშიშროების სამსახურის შენობაა, იქ იყვნენ უშიშროების თანამშრომლები – დათა ახალაია და სანოძე, რომლებსაც ჰქონდათ ტირის თოფი და ესროდნენ ახალგაზრდებს, ერთობოდნენ

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა.

ზურაბ აბაშიძის გაცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციებზე მყოფ ახალგაზრდებს, პროვოკაციის მოწყობის მიზნით, იმჟამინდელი უშიშროების მაღალჩინოსანი დათა ახალაია, სანოძესთან ერთად, უშიშროების შენობიდან კისტის თოფს ესროდა.

„ჩიტაძის ქუჩაზე, ახლა სადაც უშიშროების სამსახურის შენობაა, მაშინ შსს და უშიშროება ერთად იყო. იქ იყვნენ უშიშროების თანამშრომლები და სახეზე ვინც ვიცანი ერთი იყო დათა ახალაია და მეორე სანოძე, რომლებსაც ჰქონდათ ტირის თოფი და ესროდნენ ახალგაზრდებს. ქვემოდან ვუყურებდი და ვუთხარი რას აკეთებთ, ეს რომ ვინმეს თვალში მოხვდეს-მეთქი. ერთობოდნენ, წყლებს ესროდნენ ახალგაზრდებს, ეს იყო პროვოცირება.“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...