ზაქარია წიკლაური: მივიღე დაპირება, რომ №83 საჯარო სკოლის მოსწავლეები წლის ბოლომდე სწავლას გააგრძელებენ ახალ აშენებულ სკოლაში

ქვემო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია წიკლაური, მუნიცაპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელთან ერთად თბილისის №83 საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

მისი თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელისგან მიიღო დაპირება, რომ წლის ბოლომდე სკოლის მშენებლობა დასრულდება და მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ უკეთეს გარემოში.

„№83 საჯარო სკოლის მოსწავლეები უკვე ექვსი წელია შეხიზნულები არიან №82 საჯარო სკოლაში. ასეთი პირობებით სასწავლო პროცესის სრულყოფილად მართვა კი შეუძლებელია. მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი და ინფრასტრუქტურის მინისტრი შეგვპირდნენ, რომ წლის ბოლომდე მოსწავლეები აუცილებლად გააგრძელებენ სწავლას უკეთეს გარემოში,“ – განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: “ხალხის ძალა” სულ ვამბობდით, რომ არ არსებობს არანაირი რეცეპტი...

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალური ოპოზიციის გამოსვლებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ, წარსულში ჩადენილი ქმედებების მიუხედავად,...