ზაალ ანჯაფარიძე: მიილია ეს კვირაც და თუ მას ხელისუფლების და ჯერ კიდევ ზედაპირზე მოფართხალე რადიკალური ოპოზიციის პაექრობის კუთხით შევაფასებთ, ხელისუფლებამ რომ იტყვიან ჰოკეის ანგარიშით მოუგო

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და რადიკალურ ოპოზიციას შორის მიმდინარე პაექრობის თვალსაზრისით, გასული კვირა ხელისუფლების აშკარა უპირატესობით დასრულდა.

მისივე თქმით, პოლიტიკას შემართება უხდება, თუმცა მისთვის მიუღებელია ტოქსიკურობა, რომელიც ოპოზიციის ქცევის ნორმად იქცა.

“მიილია ეს კვირაც და თუ მას ხელისუფლების და ჯერ კიდევ ზედაპირზე მოფართხალე რადიკალური ოპოზიციის პაექრობის კუთხით შევაფასებთ, ხელისუფლებამ რომ იტყვიან ჰოკეის ანგარიშით მოუგო.

პოლიტიკას უხდება შემართება, მაგრამ არანაირად არ უხდება ტოქსიკურობა. ოპოზიციაში კი ეს ვერ აქამდე ვერ შეიგნეს, და ვინძლო ვერასოდეს შეიგნებენ. მკითხავთ რატომ? ალბათ იმიტომ რომ ბუნებრივ ტოქსიკურობას შეძენილი დაამატეს და ქცევის ნორმად გაიხადეს. ტოქსიკური პოლიტიკოსები და პარტიები კი საქართველოში ყოველთვის ცუდად ამთავრებდნენ. ასე იქნება ეხლაც.” – წერს ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და...

საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევად შეაფასა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით უცხოელი...