ზაალ ანჯაფარიძე ლევან ხაბეიშვილზე: როდესაც ასეთებს აქვთ პრეტენზია ხალხის ლიდერობაზე, ეტყობა მართლა თვლიან, რომ მათ ამის მანდატი საზოგადოებამ მისცა – მე კითხვები საზოგადოების იმ ნაწილთან მაქვს, ვინც ასეთებს ლიდერობის ილუზიას უქმნის

ძალიან მაინტერესებს 4 ოქტომბერს რამდენი ქართველი დაისხამს თავზე ლაფს, დააბიჯებს ფეხს პატივს, ღირსებას, ჩვენებურად რომ ვთქვათ “გაბანძდება” და აი ამ არარაობის დაძახილზე მივა, ერთი აგური რომ არ დაუდია ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადების შესახებ, რომელმაც აღნიშნა: “ქვეყანა საჭიროებს რევოლუციურ ცვლილებებს – ვერთიანდებით, 4 ოქტომბერს გარდაუვალია ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა.”

ანჯაფარიძის თქმით, როდესაც ხაბეიშვილის მსგავს ადამიანებს აქვთ პრეტენზია ხალხის ლიდერობაზე, მას კითხვები საზოგადოების იმ ნაწილთან უჩნდება, ვინც ასეთებს ლიდერობის ილუზიას უქმნის.

“ძალიან მაინტერესებს 4 ოქტომბერს რამდენი ქართველი დაისხამს თავზე ლაფს, დააბიჯებს ფეხს პატივს, ღირსებას, ჩვენებურად რომ ვთქვათ “გაბანძდება” და აი ამ არარაობის დაძახილზე მივა, ერთი აგური რომ არ დაუდია ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ. როდესაც ასეთებს აქვთ პრეტენზია ხალხის ლიდერობაზე, ეტყობა მართლა თვლიან, რომ საზოგადოებამ მისცა მათ ამის მანდატი. მე პირადად კითხვები უფრო საზოგადოების იმ ნაწილთან მაქვს ვინც ასეთებს ლიდერობის ილუზიას უქმნის.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...