ზაალ ანჯაფარიძე კაპროვანის ტრენინგზე: ტრენინგის მომწყობი ერთ-ერთი ორგანიზაცია “ფარი” რომელსაც ხელმძღვანელობს ექს-პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე, აერთიანებს ოპოზიციურად განწყობილ ოციოდე სამხედროს, ისინი კარგა ხანია აკეთებენ საჯარო განცხადებებს ხელისუფლების დამხობაზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას ტრენინგის შესახებ, რომლის თემაც ხელისუფლების შეცვლაა.

ანჯაფარიძის ინფორმაციით, ტრენინგის ერთ-ერთი მომწყობი ორგანიზაციის ხელმძღვანელია გიორგი თავდგირიძე, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილი სამხედროები ჰყავს გაერთიანებული.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საინტერესოა ტრენინგი ვინ დააფინანსა.

“ტრენინგის მომწყობი ერთ-ერთი ორგანიზაცია “ფარი” რომელსაც ხელმძღვანელობს ექს-პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე, აერთიანებს ოპოზიციურად განწყობილ ოციოდე სამხედროს. ისინი უკვე კარგა ხანია აკეთებენ საჯარო განცხადებებს ხელისუფლების დამხობაზე.

აქ უფრო საინტერესოა ის, თუ ვინ დააფინანსა ეს ტრენინგი. ტელეიმედს და სიუჟეტის ავტორს ჯერ ეს უნდა გაერკვიათ.

თუმცა, ის რაც დაადგინეს ისიც საკმარისია საზოგადოების გამოფხიზლებისთვის” – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...