ზაალ ანჯაფარიძე: ჩემი გონივრული ეჭვით საქართველოში ლტოლვილების სტატუსით ინფილტრირებულია უკრაინის სპეცსამსახურების აგენტურა. თუ რა მიზნებით, ვფიქრობ რთული მისახვედრი არაა. ზელენსკისთვის საძულველი აქაური ხელისუფლების დამხობაში ხელშეწყობა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლტოლვილად მყოფი უკრაინის მოქალაქეები, არაერთხელ ყოფილან შემჩნეული დესტრუქციულ ქმედებებში, ხოლო უკრაინის სპეცსამსახურებს გამოუყენებიათ საქართველოს ტერიტორია ტერაქტებისათვის, ვერიდებოდი ამ თემის აწევას, თუმცა ვამახვილებდი ყურადღებას – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სუს -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც საქართველოში ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, 2.4 კგ „ჰექსოგენი“ შემოჰქონდათ.

ანალიტიკოსის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს აქ ჩამოსული უკრაინელების სიღრმისეული შემოწმება, საეჭვო პირების გაძევება, ხოლო სამობილიზაციო ასაკის მამაკაცების უკრაინაში დეპორტაცია.

„კარგად დაიწყო მამუკა მდინარაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლტოლვილად მყოფი უკრაინის მოქალაქეები, არაერთხელ ყოფილან შემჩნეული დესტრუქციულ ქმედებებში, ხოლო უკრაინის სპეცსამსახურებს გამოუყენებიათ საქართველოს ტერიტორია ტერაქტებისათვის, ვერიდებოდი ამ თემის აწევას, თუმცა ვამახვილებდი ყურადღებას.

ეხლა რევერანსების დრო წავიდა. ჩემი გონივრული ეჭვით საქართველოში ლტოლვილების სტატუსით ინფილტრირებულია უკრაინის სპეცსამსახურების აგენტურა. თუ რა მიზნებით, ვფიქრობ რთული მისახვედრი არაა. ზელენსკისთვის საძულველი აქაური ხელისუფლების დამხობაში ხელშეწყობა.

შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს აქ ჩამოსული უკრაინელების სიღრმისეული შემოწმება, საეჭვო პირების გაძევება, ხოლო სამობილიზაციო ასაკის მამაკაცების ( აქ რომ გრიალებენ) უკრაინაში დეპორტაცია. ამით მაინც შევუვსებთ ჯარის დეფიციტს.“ – წერს ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...