ზაალ ანჯაფარიძე აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო არსებულ სასჯელზე: თავად განსაჯეთ, რას ემსახურებოდა “შიგევროპული” ოპოზიციის ლიდერების კომისიაზე არგამოცხადება და ციხეში წასვლით მარიაჟობა – ეს პოლიტიკური ცირკიც ჩაუვარდათ

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო არსებული სასჯელების შესახებ, სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, რას ემსახურებოდა ოპოზიციის ლიდერების ციხეში წასვლით “მარიაჟობა” საქართველოში.

მისი განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებს ეს პოლოტიკური ცირკიც ჩაუვარდათ.

“სხვათა შორის, არანაკლებ მკაცრი სასჯელებია ევროკავშირის ქვეყნებშიც ახლა თავად განსაჯეთ და მიხვდით რას ემსახურებოდა “შიგევროპული” ოპოზიციის ლიდერების კომისიაში არგამოცხადება და ციხეში წასვლით მარიაჟობა. იქ კომფორტულ კამერებში გამოჭიმვა და იქიდან “გულისამაჩუყებელი” წერილების წერა.

სიმართლე ყოველთვის ხდება ცნობილი ადრე თუ გვიან. ასე რომ, ეს პოლიტიკური ცირკიც ჩაუვარდათ” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...