ვატო შაქარიშვილი: დასრულდა მორიგი სამარცხვინო წარმოდგენა, აბსოლუტურად დეგრადირებულ ევროპარლამენტში. შეფასების მიღმაა ის კატასტროფული ვითარება, რაშიც ევროკავშირი იმყოფება

„დასრულდა მორიგი სამარცხვინო წარმოდგენა, აბსოლუტურად დეგრადირებულ ევროპარლამენტში. ისევ სიცრუე, ისევ შანტაჟი, ისევ სააკაშვილი… მხოლოდ რამდენიმე საღი აზრის ხმა (მადლობა მათ!) და ისევ ცარიელი დარბაზი…“- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“-ს აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი.

ამით შაქარიშვილი ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართულ დებატებს გამოეხმაურა, სადაც მომხსენებლებს თითქმის ცარიელ დარბაზში მოუხდათ სიტყვით გამოსვლა.

„დასრულდა მორიგი სამარცხვინო წარმოდგენა, აბსოლუტურად დეგრადირებულ ევროპარლამენტში. ისევ სიცრუე, ისევ შანტაჟი, ისევ სააკაშვილი… მხოლოდ რამდენიმე საღი აზრის ხმა (მადლობა მათ!) და ისევ ცარიელი დარბაზი…
შეფასების მიღმაა ის კატასტროფული ვითარება, რაშიც ევროკავშირი იმყოფება, ეს დიდი ხანია უკვე ნათელია და აღარ არის საკმარისი უბრალოდ ამაზე საუბარი და მხილება!

საინტერესოა ამ ყველაფრის შემყურე, რას ეფუძნება ხელისუფლების მოლოდინი, რომ ევროკავშირში რაიმე გაჯანსაღდება…?!

პოლიტიკური, ეკონომიკური და ღირებულებითი ხრწნა შეუქცევადია და ამ პროცესისგან ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება უფრო შორს უნდა დარჩეს!“- წერს შაქარიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია კოტე კემულარიას განცხადებაზე: პოლიტიკურად საკონსტიტუციოში სამართლდება ის ძალა, რომელიც...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კოტე კემულარიას განცხადებაზე, რომელმაც ,,ნაციონალური მოძრაობის" დროს, სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებებში პროკურატურის ჩარევაზე გაამახვილა...