ვარლამ წიკლაური-დავიწყეთ წინასაარჩევნო შეხვედრები. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და არსებულ გამოწვევებზე, რომელიც მოსახლეობასთან ერთად უნდა გადავჭრათ

“ქართული ოცნების “ ახალციხის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

მან, ასევე, მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე გაამახვილა ყურადღება.

“დავიწყეთ წინასაარჩევნო შეხვედრები. პირველი შეხვედრა გვქონდა ურავლის ადმინისტრაციული ერთეულის, ხეოთის, ნუსხისა და ურავლის მოსახლეობასთან. ძალიან საინტერესო შეხვედრები გამოვიდა. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. ასევე, გამოწვევებზე, რომელიც არსებობს და რომელიც მოსახლეობასთან ერთად უნდა გადავჭრათ.”- განაცხადა ვარლამ წიკლაურმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...